გომელაურის კავშირი თავდამსხმელთა რაზმებთან - დათუაშვილის პირველი კომენტარი დმანისში მომხდარ თავდასხმაზე

23.09.21 11:10
გომელაურის კავშირი თავდამსხმელთა რაზმებთან - დათუაშვილის პირველი კომენტარი დმანისში მომხდარ თავდასხმაზე

დმანისში მომხდარ თავდასხმაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ  მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინც შეირაღებული უპირისპირდებოდა ოპოზიციას, ვახტანგ გომელაურის უახლოესი მეგობარია. ისინი წლებია, ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ და პოლიტიკური დაწინაურებაც გომელაურის სახელს უკავშირდება.

ოპოზიცია მიხეილ დაუთაშვილსა და მის შვილს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაუთაშვილის ვაჟი ადამიანის დაჭრისთვის გუშინ დააკავეს, თუმცა გამოძიებას არ დაუკავებია "ქართული ოცნების" კანდიდატი, რომელიც დაპირისპირებისას კადრში იარაღით ჩანს. 

მიხეილ დაუთაშვილთან "პირველებმა" პირველი ინტერვიუ ჩაწერა. დაუთაშვილი  ადასტურებს, რომ ვახტანგ გომელაურს იცნობს, თუმცა ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია აღარ აქვს. დაუთაშვილი მომხდარი ინციდენტის მიუხედავად არ აპირებს, კანდიდატურა მოხსნას. კითხვაზე, რატომ ფლობდა დაუთაშვილი პნევმატურ იარაღს, ამბობს, რომ ნათლულისთვის უნდა ეჩუქებინა.

რატომ უნდა მოვხსნა კანდიდატურა?! ოქრიაშვილები ოცნებობენ, რომ მოვხსნა? კახა ოქრიაშვილის ზონდერები  მკლავდნენ, პნევმატური იარაღი მქონდა იმიტომ, რომ ჩემი ნათლულისთვის მეჩუქებინა. ვარკეთილში ვცხოვრობ, ერთ კორპუსში ვცხოვრობ, ვიცნობ {გომელაურს} ურთიერთობა არ მაქვს, მე აქ ვცხოვრობ, აქ ვმუშაობ", - ამბობს დაუთაშვილი.