"ოცნებაში" არ ამბობენ, რა დაუჯდება საქართველოს 800 მილიონიანი პროექტის ჩავარდნა

23.09.21 12:22
"ოცნებაში" არ ამბობენ, რა დაუჯდება საქართველოს 800 მილიონიანი პროექტის ჩავარდნა

"ქართულ ოცნებაში" არ ამბობენ, რა დაუჯდება საქართველოს 800 მილიონიანი პროექტის ჩავარდნა.

მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ "ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, რომ თითქოს „ენკას" მიერ კონტრაქტი არის შეწყვეტილი". 

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, რეალურად პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა. 

როცა პროცესი არ დასრულებულა და ფაქტობრივი გარემოება არ დამდგარა, ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, რომ თითქოს ეს კონტრაქტი არის შეწყვეტილი.  ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის სახელმწიფოებრივად მოწოდებული და სახელმწიფო ინტერესები არის დაცული, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ კვლავაც ყველაფერს, რომ განხორციელდეს პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაცული იყოს ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

კომპანია „ენკამ" საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.