კახა კალაძეს 57.9% უჭერს მხარს - "ოცნების" მორიგი კვლევა

23.09.21 12:40
კახა კალაძეს 57.9% უჭერს მხარს - "ოცნების" მორიგი კვლევა

"ქართული ოცნების" სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9%-იანი მხარდაჭერა აქვს.

მათივე კვლევით, ნიკა მელიას 27.8% უჭერს მხარს, გიორგი გახარიას 5.3%, ანა ბიბილაშვილს - 2.5%, გიორგი ლომიას - 2.1%, ანა დოლიძეს - 1.6%, თამარ კეკენაძეს - 0.6%, მიხეილ ქუმსიშვილს - 0.5%, სხვა კანდიდატებზე კი 1.7% გადანაწილდა. 

კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და, შესაბამისად, რეიტინგიც მზარდია. კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგოს.

ასევე ლიდერობს თბილისის საკრებულოში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი". - ამბობს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ამილახვარი.   

მათივე ცნობით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ,,ქართულ ოცნებას" 50.9% მისცემდა ხმას, ,,ენმ"-ს - 25.2%, ,,საქართველოსთვის" - 5.7%, ,,გირჩი-მეტი თავისუფლებას" - 3.4%, ,,პატრიოტთა ალიანსს" - 3.1%, ,,ლელოს" - 2.9%, ,,მოქალაქეებს" - 2.6%, ,,მესამე ძალას" - 1.7%, ,,ევროპულ საქართველოს" - 1.1%, ,,ლეიბორისტულ პარტიას" - 0.9%, ,,გირჩს" - 0.4%, სხვა პარტიებზე კი 2.1% გადანაწილდა.

ამილახვრის ინფორმაციით, კვლევა 16-20 სექტემბერს ჩატარდა და 2 792 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.