ქართველ ხალხს თქვენი გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი - ხაზარაძე

23.09.21 13:07
ქართველ ხალხს თქვენი გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი - ხაზარაძე

"ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლება ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაჩენის გამოტანას ფორსირებულ რეჟიმში ცდილობს.  ხაზარაძის თქმით, უდანაშაულობას დაამტკიცებენ, რა დროც არ უნდა დასჭირდეს. 

ეს არის პირდაპირი ხელის შეშლა, მინდა, პირდაპირ ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და მის მესვეურებს,  რომ ძალიან შეშინებულები ხართ. დროა თქვენი წასვლის. ყოველდღე რომ გვატაროთ აქ,  გადაწყვეტილება ქართველ ხალხს მიღებული აქვს, თქვენი ხელისუფლებიდან გაშვების - ეს იქნება თქვენი ვერდიქტი. ვერაფრით ვერ შეგვაშინებთ,  ვერანაირი განაჩენი ჩვენ ზიანს ვერ მოგვაყენებს იმიტომ, რომ ვართ მართლები და ამ სიმართლეს დავამტკიცებთ, რა დროც არ უნდა დაჭირდეს ამას", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.  

საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.  

დღეს ,,ტვ პირველის" დამფუძნებელი,  ვატო წერეთელი, დაიკითხება.  ვატო წერეთლის ინფორმაციით,  სასამართლოზე დასაკითხი მოწმეების  სიიდან ეროვნული ბანკის და ,,თიბისი” ბანკის პრეზიდენტები ამოიღეს.