წინასაარჩევნო დაკავებები ხმების მობილიზებისთვის - "ლელოს" საგანგებო განცხადება
ხელისუფლების წინასაარჩევნო ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა - ,,ლელოს" ბათუმის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი, ირაკლი კუპრაძე, ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ახალგაზრდებს აკავებს და საპროცესო გარიგების სანაცვლოდ მათი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ,,ქართული ოცნებისთვის" ხმების მობილიზაციას აიძულებს. კუპრაძე მოუწოდებს პროკურატურას, აღნიშნული ფაქტებით დაინტერესდეს.
კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე, თუ ლოკალურ სივრცეებში აკავებენ ახალგაზრდებს ნარკოდანაშაულის გამო. ნაკოდანაშაული შეიძლება, ითქვას, რომ ხმამაღალი ნათქვამია. შემდეგ ამ ადამიანების გათავისუფლების, პირობითი გარიგების სანაცვლოდ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, მეზობლებსაც კი თხოვენ, წინასაარჩევნოდ ,,ქართული ოცნების" ხმებზე იმუშავონ.
მივმართავ საზოგადოებას, ნუ დაჰყვებიან ტყვეთა გამოსყიდვის პროცესს, რომელიც უკვე მერამდენე არჩევნებია, ,,ქართული ოცნების" მხრიდან აპრობირებული მეთოდია! ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პირველ რიგში პროკურატურას მივმართავ, დაიწყოს გამოძიება მსგავს ქმედებებზე!- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.