ხმაური ხელვაჩაურის მერიაში - მერის მოადგილემ ,,ენმ"-ს წევრს მობილური წაართვა
ხმაური და დაპირისპირება ხელვაჩაურის მერიაში - ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მიხეილ ბოლქვაძეს, მობილური ტელეფონი წაართვა.
შემთხვევა გუშინ მოხდა, ფაქტის ამსახველი ვიდეო Facebook-ის ლაივში მოხვდა. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.