ხმაური სასამართლოში - "ტვ პირველის" მფლობელი მოსამართლემ დაარბაზიდან გააძევა

23.09.21 15:18
ხმაური სასამართლოში - "ტვ პირველის" მფლობელი მოსამართლემ დაარბაზიდან გააძევა

ხმაური საქალაქო სასამართლოში - "ტვ პირველის" მფლობელი, ვატო წერეთელი  მოსამართლემ ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი  დაარბაზიდან გააძევა. 

მოსამართლის გაღიზიანება ვატო წერეთლის ფრაზამ გამოიწვია. ტვ პირველის დამფუძნებლმა მოსამართლეს უთხრა, რომ პოლიტიკურად მართულ პროცესზე მურუსიძის წმინდა ფიცს არ დადებდა. 

მოსამართლე არევაძეს ვუხსენე მისი ღმერთი წმინდა მურუსიძე, რაზეც მოიხსნა სახე და უცებ გახდა ჩვეულებრივი ზონდერი და დაიწყო ჩემი დაჯარიმება, რაზეც ვუთხარი რომ ნუ ნერვიულობდა იმიტომ, რომ ევროპამ  და დასავლეთმა აქცია ზურგი ამ გამომპალ სისტემას, შეუჩერა ყველა ფინანსური  დამხარება იმიტომ რომ ეს სასამართლო ლპება კორუფციაში, ამის მერე გამომაგდეს სასამართლოდან", -  ამბობს ვატო წერეთელი. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესზე დღეს ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი უნდა დაკითხულიყო. 

მსგავსი სიახლეები