ფარული მოსმენები და საარჩევნო გარემო - ჰარცელი კობახიძეს ხვდება
შეხვედრები კარლ ჰარცელთან - ევროკავშირის წარმომადგენლობაში "ქართული ოცნების" წევრები, ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი, მივიდნენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი სკანდალურ ფაილებზე იქნება. ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ ლილუაშვილის უწყება დიპლომატებსაც უსმენდა.
დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ევროკავშირის ელჩი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდება.