"შევდივარ თქვენ მდგომარეობაში" - გახარია ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებს

23.09.21 14:52
"შევდივარ თქვენ მდგომარეობაში" - გახარია ტელეკომპანია  "იმედის" ჟურნალისტებს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობას მიმართავს. 

მივმართავ ტელეკომპანია იმედის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უარს ამბობთ ეთერში ჩემს მოწვევაზე, აქ უკვე ვსაუბრობ იმაზე, რომ გუშინ ავსტრიიდან ალაპარაკეთ ჟურნალისტს ის, რისი დამადასტურებელი ერთი ფაქტი, ერთი წინადადებაც კი, ვერ წარმოადგინეთ და პირდაპირ წამომიყენეთ ბრალდება.

იქვე თქვით, რომ ძალიან გაინტერესებდათ, ამაზე რა პასუხს გაგცემდით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, პატივი ვცეთ თქვენს მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს და მივცეთ შესაძლებლობა პირადად ჩემგან პირდაპირ ეთერში მოისმინონ ეს პასუხი.

ამისთვის მზად ვარ, თქვენს არხზე დავჯდე პირდაპირ ეთერში, სადაც ექსკლუზიურად მოგიყვებით ნარკოტესტთან დაკავშირებით ოცნების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციაზე და ასევე, ავსტრიაში ჩემი ერთდღიანი ვიზიტის შესახებ. აქვე, მინდა ვუთხრა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებს - გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში", - ამბობს გახარია. 

გახარიას ეს მიმართვა  ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ ჩართვას მოჰყვა. სიუჟეტში ჟურნალისტი ავტრიელ ექიმს ეკითხება, იყო თუ არა გიორგი გახარია მის კლინიკაში ნარკოტესტირებაზე, ექიმმა ჟურნალისტს არაფერი უპასუხა და მიზეზად  კონფიდენციალურობის დაცვა დაასახელა.

მსგავსი სიახლეები