ევროკავშირი ქართული მხარის გამოძიებას არ დაელოდება - გიგი გიგიაძე

23.09.21 15:50
ევროკავშირი ქართული მხარის გამოძიებას არ დაელოდება - გიგი გიგიაძე

მიჭირს იმის პროგნიზირება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი - საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი, გიგი გიგიაძე, აცხადებს, რომ ფაქტია, დიპლომატების უკანონო მოსმენებზე ევროკავშირს პასუხი ექნება.

ეს ამბავი ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოსა და ევროკავშიორის ურთიერთობებზე. დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება სერიოზული განხილვები ევროკავშირში. ევროკავშირის პარლამენტიც ალბათ ამას მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს. ეს მოსმენები სცილდება როგორც დიპლომატიური პრაქტიკის, ასევე პარტნიორობის ფარგლებს. თუ გვინდა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული გზა გავაგრძელოთ, ასეთი რაღაცეები არ უნდა გავაკეთოთ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამის პროგნოზირება რთულია. მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, ეს უპასუხოდ არ დარჩება. ევროკავშირი ქართული მხარის გამოძიებას არ დაელოდება - ამბობს გიგი გიგიაძე.

ევროპელი დიპლომატები, როგორც ჩანს, ჯერ გამოძიების შედეგებს ელოდებიან და მკვეთრი განცხადების გაკეთებას არ ჩქარობენ.

ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვას ელჩი საქართველოში, აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს კარგი შეფასება სჭირდება.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საკითხს, ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება კარგი შეფასება, დასკვნა კი უნდა იყოს სარწმუნო, რთულია იმის თქმა, ავთენტურია თუ არა ინფორმაცია, რომელმაც სუსი-დან გამოჟონა. მე არ ვარ ექსპერტი - განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.

უკანონო მოსმენების საქმეზე  დიპლომატები ევროკავშირისგან მკვეთრ რეაქციას ელოდებიან. დარწმუნებულები არიან, რომ ევროკავშირი უკანონო მოსმენების ფაქტს ასე არ დატოვებს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.