ჩანაწერებზე საუბარი არ ყოფილა - კობახიძე ჰარცელთან შეხვედრაზე

23.09.21 15:19
ჩანაწერებზე საუბარი არ ყოფილა - კობახიძე ჰარცელთან შეხვედრაზე

ევროკავშირის წარმომადგენლობიდან გამოსული ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე "მოსმენებზე" საუბარი არ ყოფილა. 

მისი თქმით, აუდიენციის დეტალებზე ვერ ისაუბრებს: 

საქმე ეხებოდა სუფთად საარჩევნო გარემოს. რაც შეეხება, ჩანაწერების თემას, ბუნებრივია, ამაზე საუბარი არ ყოფილა... რომ დასმულიყო საკითხი ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ამას ტელევიზიებს და მერე აქვეყენებს. ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები", - განაცხადა კობახიძემ.