არ მივეცი ტყუილის ტირაჟირების საშუალება - მელია კობახიძესთან დაპირისპირებაზე

23.09.21 15:29
არ მივეცი ტყუილის ტირაჟირების საშუალება - მელია კობახიძესთან დაპირისპირებაზე

გინება და ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მისული დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" ლიდერთან დაპირისპირების მიზეზებზე ინცინდენტის შემდეგ ისაუბრა. 

მელია ამბობს, რომ მისი გაღიზიანება მმართველი გუნდის რიტორიკამ გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დმანისსა და რუსთავში ოპოზიციის მხარდამჭერებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. 

რეჟიმი, რომელიც ბედავს სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან შენს საარჩევნო შეხვედრაზე, შეხვედრაც დაწყებული არ აქვთ და ამის მერე საჯარო სივრცეში გამოდიან და საუბრობენ, თითქოს ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია, თითქოს ჩვენ დავჭერით სასიკვდილოდ ხანჯლებით და დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ფიზიკურად ადამიანს რუსთავში 3 დღის წინ, ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მას არ მიეცეს შესაძლობლობა, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, როგორც არის მიჩვეული. 

როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები, პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ეს არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის.

არ დატოვეს არც ერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ და მერე არ აშანტაჟებენ. ეს ადამიანები გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ და საუბრობენ, რომ ქვეყანა თითქოს დასავლური სივრციდან არ გადის. როცა არ დაიტოვეს არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი, მეტიც, ლანძღავენ, აკრიტიკებენ, იქნება ეს აშშ-ს საელჩო, თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა. საუბრობენ წარბშეუხრელად, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები