"ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მობილიზება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან
ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.
ისინი ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ნიკა მელია კარლ ფარცელთან შეხვედრაზე შევიდა.
ევროკავშირის წარმომადგენლობასთან იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ლამის ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა ევროკავშირის ოფისთან მოხდა.