მართლა კულულები აქვს დასახევი ირაკლი კობახიძეს - ლევან ხაბეიშვილი

23.09.21 16:52
მართლა კულულები აქვს დასახევი ირაკლი კობახიძეს - ლევან ხაბეიშვილი

"9 წელია, ოფისებში გვივარდებიან და ნიკა მელიას უფლება არა აქვს, კობახიძეს მოძალადე დაუძახოს?" - ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება. 

ხებეიშვილის შეფასებით, ძალადობაზე საუბრობს იმ პარტიის ხელმძღვანელი, რომლის წარმომადგენლებმა "ადამიანი აჩეხეს": 

ამას ლაპარაკობს იმ პარტიის ხელმძღვანელი, ვინც 5 ივლისი მოაწყო. 2 დღის წინ კი ფაქტიურად დაჩეხეს ადამიანები. სახე გადაუხსნეს ადამიანს და ეს გააკეთა ,,ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის შვილმა. რანაირად დასჯიან და გააგრძელებენ ამ გამოძიებას, კაცმა არ იცის. ესენი ლაპარაკობენ ვინმეს მიმართ ძალადობაზე? მართლა კულულები აქვს დასახევი კობახიძეს. მე ვფიქრობ რომ კობახიძეს საკუთარი სახელი დაუძახა ნიკა მელიამ. 9 წელია, ოფისებში გვივარდებიან და ნიკა მელიას უფლება არა აქვს, კობახიძეს მოძალადე დაუძახოს? - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა. ერთმანეთს ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.  


 

 

მსგავსი სიახლეები