სენატორ შაჰინის პირველი კომენტარი "მეგობარი აქტის" დამტკიცების შემდეგ

27.03.25 21:06
სენატორ შაჰინის პირველი კომენტარი "მეგობარი აქტის" დამტკიცების შემდეგ

“საქართველო ხელისუფლება პატივს არ სცემს კონსტიტუციას“, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინიმა სენატში, მეგობარი აქტის განიხლვის შემდეგ ჟურნალისტ ანი ჩხიკვაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

შაჰინი განმარტავს, რომ მეგობარი აქტი გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.

“ჩვენ დავამტკიცეთ მეგობარი აქტი, ეს არის მკაფიო მესიჯი ქართველი ხალხისთვის“,- თქვა შაჰინმა.

ჩვენ დავამტკიცეთ მეგობარი აქტი, ეს არის მკაფიო მესიჯი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დემოკრატიული მომავალი. 

მთავრობა არ სცემს პატივს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს და და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს, რომ ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს.

ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, - განაცხადა შაჰინმა.

სენატში დახურული შეხვედრა დასრულდა - "პირველების" ინფორმაციით, "მეგობარი აქტი" დამტკიცებულია. ამის შესახებ "პირველებს" ამერიკის სენატიდან აცნობეს.

ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ,  უახლოეს დღეებში დაიწყება.