საზოგადოებას მინდა, ბოდიში მოვუხადო სიტყვებითვის, რომელიც ჩემგან მოისმინა - კობახიძე

23.09.21 17:03
საზოგადოებას მინდა, ბოდიში მოვუხადო სიტყვებითვის, რომელიც ჩემგან მოისმინა - კობახიძე

"საზოგადოებას მინდა, ბოდიში მოვუხადო სიტყვებითვის, რომელიც ჩემგან მოისმინა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  კობახიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. 

„მინდა, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად. ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში.

დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა იდგა.

ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო „ხულიგანი“ და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს.

სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს. დღევანდელი პროვოკაცია ადასტურებს, რომ ძალზედ რთულია, ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე, ჩემთვისაც რთული იყო მოთმენა მითუმეტეს კრიმინალის მხრიდან.საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო სიტყცვებითვის, რომელიც ჩემგან მოისმინა.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით  მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. 2 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას", - თქვა კობახიძემ.