,,ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ნაწილმა ევროკავშირის ოფისი დატოვა
,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ნაწილმა ევროკავშირის ოფისი დატოვა.
მათი თქმით, პარტიის თავმჯდომარე მათ ტერიტორიის დატოვება სთხოვს, რადგან მათი გადმოცემით, დაძაბულობისა და პროვოკაციის მაღალი რისკია.
,,ქართული ოცნების" აქტივისტები ევროკავშირის ოფისთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და მმართველიუ პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ადგილზე გამოჩნდნენ ოპოზიციის აქტივისტებიც.