დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან - დადგენილია გამშველებლის ვინაობა!
ხელჩართულ ჩხუბამდე მისული დაპირისპირება ქალაქის ცენტრში - დადგენილია გამშველებლის ვინაობა! ის ცნობილი ადვოკატი, გულნარა ანდღულაძეა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად რამდენიმე საათის წინ დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "ივანიშვილის მონა" უწოდა, კობახიძემ კი ოპოზიციის ლიდერს აგინა და "ნაბიჭვარი" უწოდა.
მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა იურისტი გულნარა ანდღულაძე, რომელიც დაპირისპირებულებს შორის იდგა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს იცავდა.
"პირველების" ინფორმაციით, გარდა საადვოკატო საქმიანობისა, გულნარა ანდღულაძე 54-ე სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.