ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, გამოსტყუა გინება - მდინარაძე ნიკა მელიაზე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს გინება გამოსტყუა. მისი თქმით, კობახიძე გაწონასწორებული ადამიანია და მისი გინება არასდროს გაუგია.
თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი. უმძიმესია, ირაკლიმაც თქვა, რომ პირადად თავის თავზე გამოსცადა, რა მძიმე მოსათმენია ასეთი პროვოკაციები და მესმის თითოეული ჩვენი აქტივისტის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ, - განაცხადა მდინარაძემ.
ევროკავშირის ოფისთან ცოტა ხნის წინ ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.