ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისი დატოვა - ენმ-ს ლიდერი განცხადებას 21 საათზე გააკეთებს
ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისი დატოვა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ ელჩებმა "ქართული ოცნების" ნამდვილი სახე კარგად დაინახეს.
გარწმუნებთ, ყველამ კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებოდით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ადამიანებზე ყოველდღიურად ძალადობს. ამაზე ნათლად, ქართული ოცნება, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენდა, მთელი საზოგადოების წინაშე, -თქვა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას საღამოს 21 საათზე გააკეთებს.