ვირისგან წიხლი და კობახიძისგან გინება არ უნდა გეწყინოს - გიგი უგულავა
გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ერთმანეთს ნიკა მელია და ირაკლი კოპბახიძე დაუპირისპირდნენ. უგულავას შეფასებით, ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის და მათ სულმდაბალ საქციელზე პასუხი 2 ოქტომბერს გაეცემა.
მათი ყოველი დღე ხელისუფლებაში ქვეყნისთვის სახიფათო ხდება, სახიფათოა, როცა ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის, საერთოდ არაფერზე არ ზრუნავენ. ვაქცინაციის ბანერების ჩამოხსნა ამის მაგალითია.
ასეთი სულმდაბალი ადამიანი როგორაა მდინარაძე, თან ბოდიშს იხდიან დედის გინებისთვის, თან უხარიათ, ასეთი კაცი როგორ გააბრაზეთ და დედა აგინებინეთო. ვირისგან წიხლი და კობახიძისგან დედის გინება არ უნდა გეწყინოს. ვის აინტერესებს გინება, ქვეყანა იღუპება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კობახიძის ჩასვრილი სახე და ,,ოცნებამ" გამოიყვანა ზონდერები, მოდით, ვაჟკაცობა ვანახოთ და აქცენტი ამაზე გადავიტანოთო.
მთავარია, 2 ოქტომბერი შედგეს და ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრას ამათ აღვირახსნილობას, სიშლეგეს - აცხადებს გიგი უგულავა.
ევროკავშირის ოფისთან დღეს ერთმანეთს ,,ნაცმოძრაობისა" და ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის, განმარტებით, კობახიძისგან გინება არასოდეს გაუგია და მას გინება გამოსტყუეს.