ირაკლი კობახიძე მოსამართი თოჯინაა - გიგი უგულავა
ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მოსამართ თოჯინას ადარებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე უტიფარ ადამიანად ჩამოყალიბდა.
მე მეცოდება კობახიძე. კობახიძე იქნება ადამიანი, რომელიც მარტო იჯდება და ასე, გაშეშებული თვალებით შეხედავს ტელევიზროს და ხმასაც არ ამოიღებს, იმიტომ, რომ ხმი გამცემი არ ეყოლება ისეთ უტიფარ ადამიანად ჩამოყალიბდა. ეს ხომ ადამიანი აღარ არის, მომართული თოჯინაა, რომელსაც მომართვა სჭირდება. მომართავენ დილით და საღამომდე თუ გააღწია, თუ არადა თავიდან მომართვა სჭირდება, - თქვა უგულავამ.