ივანიშვილი საქართველოს უყურებს როგორც თავის შპს-ს - უგულავა

23.09.21 18:55
ივანიშვილი საქართველოს უყურებს როგორც თავის შპს-ს - უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საკუთარ შპს-დ მიიჩნევს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის ქვეშევრდომებს ჭანჭიკებად მიიჩნევს. 

ბიძინა ივანიშვილს არანირი პოლიტიკური სენსი არ აქვს. ის არც გაჭირვებას ხედავს , არც არაფერს. საქართველოს უყურებს როგორც თავის შპს-ს. ამ თავის ტიპაჟებს, ამ არსებებს უყურებს როგორც რაღავ ჭანჭიკებს, როგორ "მატრიცაში", აგენტი სმიტები, ერი სახის მქონე, ერთი ვარცხნილობის მქონე, ერთი მიმიკით, ერთი მესიჯბოქსით, ერთი ფეხსაცმლით, ერთი ტანსაცმლით. ეს ხომ ივანიშილის მეთოდია, - ამბობს უგულავა.