მიხეილ სააკაშვილის გეგმები - მესამე პრეზიდენტმა შეხვედრები ვაშინგტონში გამართა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თვითმმართელობის არჩევნების წინ, ვაშინგტონში შეხვედრები გამართა.
მიხეილ სააკაშვილი სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა. ყოფილმა პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ჯინ შაჰინს და სენატორ რონ ჯონსონის ტაფერეებთან. სააკაშვილმა ამერიკელ კანონმდებლებს მისი პოლიტიკური გეგმები გააცნო. ამერიკული დელეგაცია 2 ოქტომბრისთვის საქართელოშიჩამოვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეხვედრებს ევროპაში განაგრძობს.
გუშინ და დღეს დავდივარ ამერიკაში, სენატში ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი იძახის, მოგვბეზრდა, ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი. საქართველოსგან უკვე დაღლილობა აქვთ. არადა, იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, ყველაზე განსაკუთრებულები... ხალხო, აი მართლა გავწიოთ განზე ყველა პოლიტიკოსი, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები. მე მაინტერესებს, გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის, თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები და წარმომადგენლები იყოთ. ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანდუსტანის თაობა იყოთ?! ამისათვის საჭიროა რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, არა პოლიტიკოსებს, არა სააკაშვილს, მაგრამ ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება, თქვენი აქტიურობა ახლა, ქვეყანას სჭირდება თქვენი დრაივი, იმიტომ, რომ ძალიან მაგრები ხართ, ნიჭიერები ხართ, თქვენ უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს თქვენ უნდა დაუბრუნოთ!, – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ქართელ ახალგაზრდებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში.