ნიკანორ მელია უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორია - კობახიძე

23.09.21 19:26
ნიკანორ მელია უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორია - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ოფისის წინ მოხდარ ინციდენტს ,,ენმ"-ს მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს, პარტიის თვამჯდომარეს, ნიკა მელიას კი უინტელექტო ხულიგნად მოიხსენიებს. 

დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა ოთხ მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა იდგა. ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკტორი, რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს.

სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისი წინ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და პოლარიზაციას სრულიად შეგნებულად მათი ოფისის წინ აღვივებს, - განაცხადა კობახიძემ. 

ევროკავშირის ოფისთან ცოტა ხნის წინ ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დაუპირისპირდნენ.