შემწვარი გოჭების შემდეგ რესტორანში გაშლილი სუფრები - "ოცნებას" ვეტერანები წინასაარჩევნოდ გაახსენდა
შემწვარი გოჭებისა და შეშის შემდეგ "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას პირდაპირ რესტორანაში გაშლილი სუფრებით ცდილობს. მმართველი პარტიის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის შეფმა ომის ვეტერანებს სუფრა რესტორან "არმაზში" გაუშალეს. შეხვედრა დღეს, რამდენიმე საათის წინ შედგა.
თავად დიმიტრი ხუნდაძე ამაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.
საარჩევნო პერიოდში ჩვენ ვხვდებით ყველას და არასაარჩევნო პერიოდშიც ვხვდებით ასევე ყველას, - განაცხადა ხუნდაძემ.