ვერასდროს შევეგუები ვერც ბატონ კობახიძეს, ვერც ბატონ ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს - ნიკა მელია
ვერასდროს შევეგუები ვერც ბატონ კობახიძეს, ვერც ბატონ ივანიშვილს, ვერც ღარიბაშილს - ამის შესახებ "ერთინია ნაციონალური მოძრაობის" თავდჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანგებო მიმართვის დროს განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, ვერასდროს შეეგუება იმ მძიმე რეალობას, რომელსაც ქვეყანა დასავლური სივრციდან გაჰყავს.
შიში ვერ იხსნის მათ პოლიტიკური მარცხისგან. "ქართული ოცნება" როგორც რეჟიმი არის უკვე დამარცხებული. "ქართული ოცნება" როგორც მოძალადე ერთობა არის უკვე დამარცხებული. თითიეული საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის წინააღდეგ მოქნეული დანა, ნაჯახი და ა.შ. და ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ვარ გულანთებული და ვარ ალალი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა, ამ ქვეყანას აღარ მართავდეს არც კანონიერი ქურდი, არც მორჩილი მოსამართლე, მორჩილი პროკურორი და დაბეჩავებული შესაბამისი სამსახურები პოლიციისა. ამ ბრძოლაში ვარ მე ათობით და ასობით საქართელოს მოქალაქესთან ერთად ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს ჰქონდეს მომავალი, მაგრამ მომავალი არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან. ვერასდროს შევეგუები ვერც ბატონ კობახიძეს, ვერც ბატონ ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს, რაც არ უნდა ზონდერები, რაც არ უნდა კრიმინალები, რაც არ უნდა დაშანტაჟებული ადამიანები ჰავდეთ ამ ქვეყანაში, ვერასდროს შევეგუები იმ მძიმე რეალობას, რომელსაც გავყავართ დასავლური სივრციდან,- განაცხადა მელიამ.