პატივია, ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგეები არიან მოძალადეები - ნიკა მელია

23.09.21 21:32
პატივია, ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგეები არიან მოძალადეები - ნიკა მელია

არ ვაპირებთ ქედის მოხრას, არ ვაპირებთ უკან დახევას, ვაპირებთ გამარჯვებას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, პატივია, იყოს იმ ბრძოლაში, სადაც მისი მოწინააღმდეგები არა პოლიტიკოსები, არამედ მოძალადეები არიან. 

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე არ ვაპირებ შეგუებას, არ ვაპირებ არც ერთ დღეს, არც ერთი წუთით. მე მახსოვს, 2014 წელს რატომ ჩავერთე პოლიტიკურ პროცესში და რა იყო ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი არ არის, ვუყურო მოძალადეებს, როგორ ბოგინობენ, ჩემი მიზანია, რომ ეს ადამიანები ჩამოვაშორო ხელისუფლებას. ეს ადამიანები, პირველ რიგში, ტყვეობისგან გავათავისუფლო ბიძინა ივანიშვილისა. ვერ წარმომიდგენია, "ქართული ოცნების" რიგებშიც კი მოსწონდეთ, რასაც აკეთებს "ქართული ოცნების" სამსახურში ჩამდგარი სუს-ი. მე მგონი, დღეს ყველამ კარგად დავინახეთ, რაზე დგას ხელისუფლება, დავინახეთ ის ადამიანები, ვისზეც დგას ეს ხელისუფლება. ზონდერებზე დგას და ვერც ერთ მართალ ადამიანებს თქვენი ვერც ზონდერებით და ვერც კრიმინალებით ვერასდროს ხელს ვერ ააღებინებთ მართალი საქმისგან იმიტომ, რომ ვართ მართლები, მორალური უპირატესობა გადავდოთ გვერდით.

პატივია, ჩემთვის ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღდეგე არა პოლიტიკოსი, არა პოლიტიკური პარტია, არამედ არიან მოძალადეები. არ ვაპირებთ ქედის მოხრას, არ ვაპირებთ უკან დახევას, ვაპირებთ გამარჯვებას, - განაცხადა მელიამ.