ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო - გახარია დაპირისპირებაზე
ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძე პროვოკაციაზე წამოაგო - ასე აფასებს პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირიპირებას.
ექსპრემიერმა მელიას და კობახიძეს "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები" უწოდა.
ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, რომელიც ვერც კი მიხვდა, რომ თმენის ვალდებულება აქვს. თმენის ვალდებულება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო და მივიღეთ ის ცირკი, რაც მივიღეთ", - ამბობს გახარია.