"ამ ბატონების მარტო დატოვება არ შეიძლება" - გახარია ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებაზე

23.09.21 22:24
"ამ ბატონების მარტო დატოვება არ შეიძლება" - გახარია ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებაზე

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ,  დღეს ევროკავშირის შენობასთან მომხდარ დაპირისპირებას "ცირკი" უწოდა და თქვა, რომ ამ ორი უმსხვილესი პარტიის ლიდერების მარტო დატოვება არ შეიძლება. 

აი, იმ ცირკის შემდგომ, რაც ჩვენ დღეს ვუყურეთ, შეუძლებელია, თითეულმა პასუხისმგებლიანმა ამ ქვეყნის მოქალაქემ თავისი გადმოსახედიდან, თავის გარშემო მაინც არ მოუწოდოს ჩვენს მოქალაქეებს, რომ  2 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე, და რატომ? იმიტომ, რომ აი, ამ ბატონების მარტო დატოვება არ შეიძლება. ეს არის ქვეყანაში, ორი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის, როგორ თავად აცხადებენ, ლიდერები. მეორე, იმიტომ, რომ ეს უკუსვლა უნდა დასრულდეს. ეს წარსულში დაბრუნება, რისი ყოველდიურად დემონსტრაციასაც ახდენს "ოცნება", - თქვა გახარიამ. 

ევროკავშირის ოფისთან ცოტა ხნის წინ ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე, დაუპირისპირდნენ.