რუსული მხარე 9 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის მიწვევას არც უარყოფს და არც ადასტურებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა 9 მაისს საქართველოს დელეგაციის რუსეთში ჩასვლას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
გამოცემა "სოვა", კითხვაზე პასუხის მისაღებად ზახაროვამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაამისამართა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "ისინი ჯერჯერობით კომენტარს არ იძლევიან".
ზახაროვამ, პრაქტიკულად, შემოგვთავაზა, დავლოდებოდით ყაველაშვილის პოზიციის დაფიქსირებას. „ თავდაპირველად მიიღება გადაწყვეტილება, შემდეგ ხდება მოწვევის გაგზავნა და შემდეგ უკვე მიმღები ავრცელებს ინფორმაციას, - წერს "სოვა".
ტრადიციულად, მოსკოვში გამართულ გამარჯვების აღლუმს პუტინი მოკავშირეებთან, ან სხვა ავტორიტარულ ლიდერებთან ერთად ესწრება. მაგალითად, გასულ წელს, 9 მაისს, წითელ მოედანზე ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ასევე კუბის, ლაოსის და გვინია-ბისაუს პრეზიდენტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები აღლუმზე არ ჩასულან.
ცნობილია, რომ ღონისძიებაში წელს მონაწილეობას ბელორუსის, სერბეთის პრეზიდენტები მიიღებენ, ადგილზე იქნებიან სლოვაკეთის პრემიერ მინსიტრი და ჩინეთის წამომადგენელი სინ ძინ პი. ასევე, ჩავლენ ბრაზილიის, ინდონეზიის, პალესტინის ლიდერები. საქართველოს კუპირებული ტერიტორიების ლიდერების მიწვევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.