ნათელია, რომ "ქართული ოცნება" ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას - კრამერი
მთავრობას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები უზრუნველყოს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერმა განაცხადა.
მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია სრულად უდანაშაულოა, თუმცა მთავრობა არის პარტია, რომელიც ძალაუფლების სათავეშია და პარტიას ძალაუფლების სათავეში აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი გარემო, რომელშიც არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩემთვის ნათელია, რომ მმართველი ძალა, ქართული ოცნება ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას და ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც პრობლემური იქნება არჩევნებისთვის, - თქვა კრამერმა.