საინტერესო დისკუსია გაიმართა საქართველოზე მაიკლ გალაგერსა და მიხეილ სააკაშვილთან - კრამონი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მაიკლ გალერთან და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დისკუსია გამართა. ამის შესახებ უცხოელი დიპლომატი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გადამწყვეტია და მას საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება.
საინტერესო დისკუსია გაიმართა საქართველოზე ფრანკფურტში მაიკლ გალაგერსა და მიხეილ სააკაშვილთან. ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები გადამწყვეტია და საერთაშორისო საზოგადოება მას ძალიან ყურადღებით დააკვირდება, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.