ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

24.09.21 09:50
ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ღარიბაშვილმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი, იმყოფებიან.