ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე - სახდეპი

24.09.21 10:05
ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე - სახდეპი

ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა Twitter-ზე დაწერა.

ნედ პრაისის განცხადებით, აშშ სინანულს გამოთქვამს რუსეთის რეპრესიულ ქმედებებზე.

ამერიკის შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვამს, რუსეთის იმ რეპრესიულ ქმედებების გამო, რომელმაც შეაფერხა დუმის არჩევნების თავისუფლება, სამართლიანობა და სანდოობა და ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე", - წერს  ნედ პრაისი.