სახელმწიფოს ვალდებულება არის, დაიცვას ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება. - ქემოკლიძე
პარტია "საქართველოსთვის წევრი, კახაბერ ქემოკლიძე, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მომხდარ ინციდენტს აფასებს და მმართველ გუნდს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას ახსენებს.
ჩვენ თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, აუცილებლად უსაფრთხოება არის ფუნდამენტური მნიშვნელობის უფლება ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი ოპოზიციაშია, თუ ხელისუფლებაში, პოლიციის, სახელმწიფოს, ვალდებულება არის, დაიცვას ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება. თუ მსგავსი ტიპის პასუხი გასცა შსს-მ ელჩ ჰარცელს, ეს ძალიან ცუდი ფაქტია", - თქვა ქემოკლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა. ერთმანეთს ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.