ჰელსინკის კომისია: "შეწუხებული ვართ "ოცნების" გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის კონტროლი გადასცეს CCP-ის მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს"
"შეწუხებული ვართ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი გადასცეს CCP-ის მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს" - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებას უერთდებიან კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, სენატორი ჯონ კორნინი, ასევე, სტივ კოენი და მარკ ვისი.
ისინი შეშფოთება გამოხატავენ, რომ პორტის განვითარებას უხელმძღვანელებს კომპანია, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული და აღნიშნავენ, რომ ეს გავლენას მოახდენს როგორც ჩინეთის შესაძლებლობაზე, გააგრძელოს ეკონომიკური ზეწოლა შავი ზღვის რეგიონში, ასევე საქართველოს მომავალზე.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და უნარს, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი"
ჩვენ შეწუხებული ვართ ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი გადასცეს CCP-ის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ს სანქცირებულ კონგლომერატს. ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერებს, მათ შორის China Communications Construction Company, აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების გამოყენების ისტორია. რუსეთი რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას ამ შეთანხმებით,„ქართული ოცნება კიდევ უფრო საფრთხეს უქმნის თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და უნარს, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი", - წერია განცხადებაში.
განცხადების ავტორების შეფასებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის:
"კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციები უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერებას და არა ქვეყანაზე ზედმეტ საგარეო გავლენას. თუ ანაკლიის პორტი ჩინეთის კონტროლის ქვეშ განვითარდება, საქართველო სტრატეგიულ აქტივს დაუთმობს მთავრობას, რომელიც არ იზიარებს მის დემოკრატიულ ღირებულებებს ან მიზანს, შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს გრძელვადიან უსაფრთხოებას", - წერია განცხადებაში.