ბოლნისში ოპოზიციის კანდიდატების პლაკატები ჩამოხიეს

24.09.21 13:32
ბოლნისში ოპოზიციის კანდიდატების პლაკატები ჩამოხიეს

ბოლნისში, არჩევნებამდე 8 დღით ადრე, ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის კანდიდატების  პლაკატები ჩამოხიეს. ადგილზე "ქართული ოცნების" პლაკატები ხელშეუხებელია, დაზიანებულია მხოლოდ ოპოზიციის კანდიდატების ბანერები. მიმდებარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებულია, თუმცა ჯერჯერობით პირი, რომელმაც ჩამოხია, იდენტიფიცირებული არ არის. 

ოპოზიცია მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. ბოლნისში ოპოზიციის კანდიდატების თქმით, პლაკატების ჩამოხევა მათზე ზეწოლის ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც მმართველი გუნდი მიმართავს. 

 

მსგავსი სიახლეები