წინასაარჩევნოდ მერიის სარეზერვო ფონდი 1 მილიონით იზრდება
არჩევნებამდე 8 დღით ადრ, კახა კალაძე მერიის სარეზერვო ფონდს ხალხის ფულით ავსებს. მილიონი ლარი უკვე ფონდის ანგარიშზეა და იმ 11 მილიონს დაემატა, რომელიც რეზერვში იყო. წლის დასაწყისში ეს თანხა 2 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენდა, რაც ოპოზიციას ეჭვს უჩენს, რომ თბილისის მერი წინასაარჩევნოდ ხალხის ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი და პარტიული მიზნებისთვის გამოიყენებს. არ გამორიცხავენ, რომ კოლოსულური თანხები არჩევნებისთვის ხალხის მოსყიდვას მოხმარდეს და საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს, რისთვის ხარჯავს მერია ფულს.
მილიარდერი ივანიშვილის მილიონერი კანდიდატი, რომელიც ,,პორშეთი" გადაადგილდება, მილიონიან სახლს ყიდულობს, ამასობაში, გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე აპირებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. მთელ 9 მილიონ ნახევარს ამატებენ წინასაარჩევნოდ. ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან კალაძე ამოიღებს ამ თანხას, მერე მივა მოსახლეობასთან შეხვედრაზე, გაიპრანჭება და მოსახლეობისვე თანხით ეცდება, მოისყიდოს კონკრეტული ადამიანები წინასაარჩევნოდ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.