"გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო" - სამხარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მომხდარზე

24.09.21 13:09
"გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო"  - სამხარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მომხდარზე

"ქართული ოცნების" საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას ქართული ანდაზით ეხმიანება. ნიკოლოზ სამხარაძე გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე  პასუხისმგებლობას ნიკა მელიას აკისრებს.

არა მგონია, უსაფრთხოებაზე იყოს საუბარი, იქ შეიკრიბნენ ჩვენი მომხრეები, რომლებიც აღშფოთებული იყვნენ ნიკა მელიას საქციელით, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენგან იყო ყველანაირი მოწოდება თავშეკავებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ეს ადამიანები მალევე დაიშალნენ. 

ერთი ქართული ანდაზა არსებობს, ,,გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო". ეს არის ზუსტად მათი ტაქტიკა, როდესაც ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ მიეჭერა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, როდესაც ის თქვენ კოლეგებთან საუბრობდა და ინტერვიუს აძლევდა. ამას როცა პირდაპირ ეთერში ნახავ და ცდილობ ამის დატრიალებას და დაბრალებას "ქართული ოცნებისთვის", ეს არაფერია სხვა, თუ არა უნამუსობა", - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.