ზონდერები მელიაზე ანგარიშსწორებისთვის - "ოცნებამ" დიპლომატიურ უწყებასთან საჯარო მოხელეები მიიყვანა
დადგენილია იმ პირების ვინაობა, ვინც ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიას ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
"ტვ პირველმა" ვიდეოჩანაწერები გაშიფრა. აღმოჩნდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დიპლომატიურ უწყებასთან თბილისის მერიისა და საკრებულოს მოქმედი თანამშრომლები მიიყვანა. ასევე ადგილზე მობილიზებული იყვნენ სანზონის, გლდანისა და სამგორის ,,ოცნების" შტაბის უფროსები.
ადგილზე იმყოფებოდა მთაწმინდის დასუფთავების უფროსი, ალეკო კვაჭაძე და საკრებულოს თანამშრომელი, გიორგი შონია.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის. რის შემდეგაც დიპლომატიურ უწყებასთან "ოცნებამ" ზონდერები მიიყვანა.