ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვინც რეალურად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს - კალაძე

24.09.21 14:41
ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვინც რეალურად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს - კალაძე

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი, კახი კალაძე, ამბობს, რომ ის ერთადერთია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს და ამომრჩეველს ესაუბრება სამომავლო გეგმების შესახებ. კალაძის თქმით, ოპონენტები მხოლოდ სიძულვილით არიან დაკავებული. 

ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება. რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით ჩართული, რომ მიუღებელია ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ. 

ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ და ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვინც რეალურად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ესაუბრება თბილისელებს იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ოპონენტები დაკავებული არიან სიძულვილით, ბოროტებით, აგრესიით - ამბობს კალაძე.