შენ რა, არ გესმის? მაგარი არაადეკვატურები ხართ - კალაძე ჟურნალისტებს

24.09.21 14:53
შენ რა, არ გესმის? მაგარი არაადეკვატურები ხართ - კალაძე ჟურნალისტებს

"მაგარი არაადეკვატურები ხართ" - ასე მიმართავს თბილისის მერი და "ოცნების" მერობის კანდიდატი, კახი კალაძე, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს. კალაძის გაღიზიანება ჟურნალისტების შეკითხვამ გამოიწვია.

შენ რა, არ გესმის, მე რომ ვლაპარაკობ? შეკითხვას მისმევ და არ გპასუხობო, მაგარი არაადეკვატურები ხართ, გპასუხობ ადამიანურად, რომ დავამთავრებ, კეთილი ინებეთ, დასვით შემდეგი შეკითხვა. რომ დასვამ შეკითხვას, მაცადეთ პასუხის გაცემა, გასაგებია? ზრდილობა ისწავლეთ", - მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.