შსს გარდაცვლილ ჩვენ კოლეგას და მეგობარს საფლავშიც კი ძიძგნიდა - ვატო წერეთელი
"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, სახელწმიფო ინსპექტორის იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც შსს-მ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრების გასაჯაროებით კანონი დაარღვია. ვატო წერეთელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინსპექტორის სამსახურის მხრიდან უწყების სამართლადამრღვევად ცნობის ფაქტი, რომელიც გარდაცვლილის დისკრედიტაციას ცდილობდა.
შსს 2 ათასი ლარით დააჯარიმა სახელმწიფო ინსპექტორმა, რა თქმა უნდა, თანხას მნიშვნელობა არ აქვს - აქ ფაქტია მნიშვნელოვანი. შსს გარდაცვლილ ჩვენს კოლეგას და მეგობარს საფლავშიც კი ძიძგნიდა და ეწეოდა იმ უნამუსო კამპანიას, რასაც ადამიანის "გაშავება" ჰქვია, არ მოასვენეს ადამიანი საფლავშიც" - ამბობს ვატო წერეთელი.