ზესტაფონის საკრებულოს 18-მა წევრმა სხდომა 322-ჯერ გააცდინა, მათი შენახვა 365 000 დაჯდა - "ფლანგვის დეტექტორი"

24.09.21 15:53
ზესტაფონის საკრებულოს 18-მა წევრმა სხდომა 322-ჯერ გააცდინა, მათი შენახვა 365 000 დაჯდა - "ფლანგვის დეტექტორი"

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში ზესტაფონის საკრებულოში 23 სხდომა გაიმართა, რომელიც საკრებულოს წევრებმა 322-ჯერ გააცდინეს, საიდანაც 209 გაცდენის შემთხვევა "ქართული ოცნების" წევრებზე მოდიოდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზესტაფონის საკრებულოს დასაფინანსებლად 2020 წელს ბიუჯეტიდან 681 500 ლარი გამოიყო. დაფინანსების 67%, 459 700 ლარი საკრებულოში დასაქმებული 27 ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

ყველაზე დიდი რაოდენობით გაცდენები უფიქსირდებათ "ქართული ოცნების წევრებს", ჯამში 209 გაცდენა. შემდეგ ადგილს იკავებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 50 გაცდენით, 33 გაცდენის შემთხვევა უფიქსირდება ევროპული საქართველოს წევრებს, ხოლო პარტიოტთა ალიანსის წარმომადგენლებს 30 გაცდენის შემთხვევა.
საკრებულოს თავმჯდომარემ და დამოადგილემ წლის განმავლობაში საწვავის სახით მოიხმარეს 15,868 ლარის ღირებულების 8495 ლიტრი საწვავი.