ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი - წულუკიანი
"ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი", - კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. წულუკიანმა თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას, "პროფესიონალი ხულიგანი" უწოდა.
ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია ,,ქართულ ოცნებასთან". აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს, ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა", - თქვა მინისტრმა.