ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია - ირაკლი კობახიძე

24.09.21 16:23
ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ მომხდარი ინციდენტი შეაფასა. კობახიძის თქმით, მომხდარის შესახებ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს  ინფორმაცია მიაწოდეს. 

შემოიჭრა პირდაპირ ეთერში და რა სიტყვებსაც ის იყენებდა, ნახა სრულიად საზოგადოებამ, ყველაფერი დღესავით ნათელია. ის შემოიჭრა პირდაპირ, შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდა. 

საერთო სურათი თქვენ იცით, როგორია - ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია, ჩვენ გვაქვს პროგრამები თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და ამაზე ვესაუბრებით საზოგადოებას", - ამბობს კობახიძე.