მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში - შალვა ნათელაშვილმა ქვემო ქართლში კანდიდატები წარადგინა

24.09.21 17:33
მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში - შალვა ნათელაშვილმა ქვემო ქართლში კანდიდატები წარადგინა

მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში - ,,ლეიბორისტული პარტია" რეგიონებში კანიდატების წარდგენას განაგრძობს. შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სიის პირველი ნომრები გააცნო.

რუსთავში ,,ლეიბორისტების" სიის ლიდერი გიორგი გზირიშვილია. 

შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტიამ ორიენტაცია აიღო ახალგაზრდა და არაკორუმპირებულ კადრებზე.

თქვენ შეამჩნიეთ, ალბათ, რომ აქცენტი ავიღეთ ახალგაზრდებზე, ჩვენ ქართლში ის გუნდი წარვადგინეთ, ვინც არ გაგყიდით ტენდერებში, არ წაიღებს თქვენს სოციალურ შემწობას სახლში - განაცხადა კანდიდატების წარდგენისას შალვა ნათელაშვილმა.