ნიკა მელიას წინააღდეგ აქციის ორგანიზატორი "ოცნების" თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი იყო - "ტვ პირველმა" ზონდერების ვინაობა გაარკვია

24.09.21 20:24
ნიკა მელიას წინააღდეგ აქციის  ორგანიზატორი "ოცნების" თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი იყო - "ტვ პირველმა" ზონდერების ვინაობა გაარკვია

"ტვ პირველმა" ზონდერების ვინაობა გაარკვია - ნიკა მელიას წინააღდეგ აქციის მთავარი ორგანიზატორი "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი იყო.  სწორედ ვიტალი ონიანი კრეფდა მოძალადეთა ჯგუფებს, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს  უნდა გასწორებოდა. ტვ პირველის სამხრე კამერის ჩანაწერებში ისმის როგორ ემზადებოდნენ მელიას წინააღმდეგ. 

ვიტალი ონიანის, გარდა, ტვ პირველმა ვიდეოკადრების გაშიფვრისას ვახტანგ ზუკაკიშვილის და გიორგი შონიას იდენტიფიცრება შეძლო. აქციაზე ასევე, მისულები იყვნენ საარჩევნო შტაბის თანამშრომლები და პარტიის კუნთმაგარი აქტივისტები.

გუშინ, ჯერ კიდევ დიდ გულზე მყოფი ზონდერები, ვისაც ნიკა მელიას შეშინება ჰქონდათ დაგეგმილი, დღეს თავად იყვნენ შეიშინებულები. ისინი ტვ პირველებს გადამღებ ჯგუფს დაემალნენ.

ფაქტბეის მიუხედავად ,ირაკლი კობახიძე ევროკავშირის შენობასთან საჯარო მოხელეების მობილიზებას უარყოფს.

იქ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები, აქტივისტები. რა შუაშია საჯარო მოხელეები? ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე თუ ის სამსახურეობრივ საათაბეში არ აცდენს სამსახურს, ამავდროულად თუ ის არის კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი ან წევრი, მას აქვს ყველანაირი პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის უფლება, - თქვა კობახიძემ.