არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძის მოსაზრებები ახლოს იყოს სიმართლესთან - ვოლსკი კოკაინის სკანდალზე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ექსპრემიერი გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული იყოს, სიმართლესთან ახლოს იყოს. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ეჭვებს თავად გახარიას ქმედებებიც აჩენს.
არ გაიკეთა ტესტირება, აგინა იმ ტესტირების ჩამტარებელ კომპანიას, მერე წავიდა და ვითომ გაიკეთა ტესტირება და იმასაც ვერ ადასტურებს, უკვე ქმნის, რასაკვირველია, საფუძველს, რომ ამ მიმართულებით ირაკლი კობახიძის არგუმენტები და მოსაზრებები უფრო ახლოს იყოს სიმართლესთან, - თქვა ვოლსკიმ.